20 მაისი 2024,   05:29
ვრცლად
ეს ლაშქარი იყო სააკაშვილის წინააღმდეგ უკეთ საბრძოლველად - დავით უსუფაშვილი კოალიციის ჩამოყალიბებაზე

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ევროსასამართლოში მიმდინარე რუსთავი 2-ს საქმეზე საუბრობს. მისი თქმით, ხელისუფლებას დაჭირდა დრო, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებები მოეწესრიგებინა.

განსხვავებული აქცენტების ეთერში დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გვერდის ავლა ქვეყნისთვის კარგის მომტანი არ იქნება.

„მე დავინახე სიმპტომები იმისა, რომ იმ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ადამიანებმა დაიწყეს ფიქრი იმის თაობაზე, ხომ არ არის შესაძლებლობა სხვა გზით რაიმე გაკეთდეს. მე მინდა დავიჯერო, რომ მთავრობაში, ხელისულფებაში, პრემიერმინისტრის ჩათვლით და ბევრი სხვა ადამიანის ჩათვლით, არის ხალხი, ვინც ამ რჩევას თუ პოზიციას სახელისუფლებო წრეებში გამოთქმულს არ გაიზიარებს და ბოლომდე არ მიიყვანს,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ივანიშვილის პოზიციას სახელისუფლებო გადაწყვეტილებებზე სერიოზული გავლენა ჰქონდა. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკისთვის საზედამხედველო ფუნქციის ჩამორთმევა ივანიშვილის მხრიდან არ იყო მხოლოდ გიორგი ქადაგიძესთან დაკავშირებული საკითხი.

„ეს იყო მთავრობის მცდელობა, რომ რაიმე სახით და ფორმით უზრუნველეყო ის, რომ ეროვნული ბანკის საქმიანობა ერთის მხრივ და კომერციული ბანკების საქმიანობა, მეორეს მხრივ, არ აღმოჩენილიყო იმ ტიპის უნისონში, რომელიც შემდგომ მეტ პრობლემას შეუქმნიდა იმ ცნობილ ლარის პრობლემას, რომელიც მაშინ არსებობდა,“ - აცხადებს დავით უსუფაშვილი. 

დავით უსუფაშვილი 2012 წლის არჩევნებში ქართულ ოცნების კოალიციის ჩამოყალობების პროცესს იხსენებს და აღნიშნავს, რომ „ეს ლაშქარი არ იყო მაინცდამაინც ყველაზე უკეთესი გუნდი ქვეყნის უკეთესად სამართავად, ეს იყო გუნდი სააკაშვილის წინააღმდეგ უკეთესად საბრძოლველად“. 

დღის ამბები