20 მაისი 2024,   02:56
ვრცლად
ქვეყანას აქვს სახელისუფლებო სისტემის დევალვაცია - დავით უსუფაშვილი

„ჩემი, პარლამენტის თავმჯდომარის პოზიცია იყო ის, რომ თუ თქვენ დაგხურავენ, მეორე დღეს მე მივდივარ თანამდებობიდან. ეს ვთქვი თქვენს ეთერში,“ -  ეს განაცხადა დავით უსუფაშვილმა, გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში, რუსთავი 2-ის შესახებ საუბრისას გააკეთა.

„ყველას მივმართავ, რომ ჩვენ არასდროს არაფერი გვეშველება, სანამ ჩვენი უფლებების დაცვას კანონის ჩარჩოებში არ გავაკეთებთ,“ - განაცხადა უსუფაშვილმა.

უსუფაშვილი აქვე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო გვენეტაძის დანიშვნასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი დანიშვნა სწორი გადაწყვეტილება იყო.

„მე ვთვლი, რომ სასამართლო სისტემაში ჩვენ დავიწყეთ კარგი საქმეები, ის საქმეები ბოლომდე ვერ მივიყვანეთ და მერე გავაფუჭეთ კიდეც, ჩვენი მმართველობის დროს. ჩვენ გავაკეთეთ სწორი დანიშვნები უზენაეს სასამართლოში, ჩემი აზრით, და დღესაც ვთვლი, რომ სწორი იყო,“ - აცხადებს უსუფაშვილი.

უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ დღეს სასამართლო სისტემაში მძიმე ვითარებაა.  

„ერთერთი ყველაზე დიდი პრობლემაა, რაც ქვეყანას აქვს, არის დევალვაცია სახელისუფლებო სისტემის და საერთოდ საძალაუფლებო სისტემის, რაც ძალიან სახიფათო მოვლენაა,“ - განაცხადა უსუფაშვილმა.

დღის ამბები