ბათუმში დაკავებული პირების სასამართლო პროცესები დღესაც გაგრძელდება. არეულობაში მონაწილეობისთვის ერთ-ერთი დაკავებული, 22 წლის გიორგი ბერიძე დუმილის უფლებას იყენებს. მას გამოძიება მასობრივი არეულობისა და პოლიციელზე თავდასხმის მოწყობაში ადანაშაულებს. თუმცა, ადვოკატის განცხადებით, ის აქციაში ბრმად მონაწილეობდა.
“ამ წუთამდე მე არ გადმომცემია გამოძიების მხრიდან მტკიცებულებათა ნუსხა, მაგრამ სიტყვიერი გადმოცემით ვიცი, რომ ნახელმძღვანელებია მტკიცებულებების შეკვრა, საჯარო სივრცეში გავრცელებული ტელე ინფორმაციებით. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ინარჩუნებს დუმილის უფლებას. ჩვენ მოვითხოვთ გირაოს,“ - განაცხადა ადვოკატმა თენგიზ კახიძემ.
ამ დროისთვის მოწმეების ჩვენებისა და ფოტო - ვიდეო სამხილების საფუძველზე სულ 6 პირია დაკავებული. მათ შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია, ერთს კი ადმინისტრაციული წესით 5 დღიანი პატიმრობა უკვე ჰქონდა მისჯილი.
დაკავებულებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. ამ დროისთვის 70-ზე მეტ ადამიანს ადმინისტრაციული სასჯელი აქვს შეფარდებული.