20 მაისი 2024,   02:56
ვრცლად
4 ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე, რომელსაც ყოველდღიურად იღებენ, დახარჯავენ 1 ან 2 ლარს - აკაკი ზოიძე საყოველთაო ჯანდაცვაზე

„საყოველთაობის პრინციპს არანაირი ტრანსფორმაცია არ განუცდია,“ - ასე აფასებს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ჯანდაცვის სისტემაზე და საყოველთაო ჯანდაცვაზე საუბრისას ოპონენტებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მათი განცხადებები რეალობას არ შეესაბამება.

„არანაირი სხვა ფენების ხარჯზე არ ხდება ე.წ. ღარიბების დაფინანსება,“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

შაბათის კურიერში აკაკი ზოიძე სამომავლოდ სავალდებულო დაზღვევის შემოღებასაც არ გამორიცხავს.

„დღეს თუ ხარჯავენ 30-დან 50 ლარამდე იმ 4 ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე, რომელსაც ყოველდღიურად იღებენ, დახარჯავენ 1 ან 2 ლარს. განსხვავება, პრაქტიკულად, სიმბოლურ ფასად მიიღებენ იმ 30-მდე მედიკამენტს, რომელიც გამოიყენება 4 ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებისას,“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ. 

დღის ამბები