20 მაისი 2024,   05:52
ვრცლად
ქურთების აქცია გერმანიაში - 30 ათასამდე ადამიანმა თურქეთში დაგეგმილი რეფერენდუმი გააპროტესტა

გერმანია ქურთების საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა. ფრანკფურტის ცენტრში 30 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა და თურქეთში აპრილში დაგეგმილი რეფერენდუმი გააპროტესტა. მომიტინგეებმა მოუწოდეს თურქ ხალს არ დაუჭირონ მხარი საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც რეჯეპ ტაიპ ერდოღანს უფლებამოსილებას გაუზრდის. აქციის მონაწილეები თურქეთის პრეზიდენტს ტერორისტს უწოდებენ და ქურთთა მუშათა პარტიის ლიდერის - ოჯალანის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ.

მსვლელობის მონაწილეებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს გერმანიას და ნიდერლანდებს, რომლებმაც თურქ პოლიტიკოსებს ევროპის ქალაქებში რეფერენდუმის შესახებ სააგიტაციო მიტინგების ჩატარების საშუალება არ მისცეს.

დღის ამბები