20 მაისი 2024,   06:36
ვრცლად
დიდთოვლობა და ზვავსაშიშროება - ავტოტრანსპორტის გადაადგილება რეგიონებში ნაწილობრივ შეზღუდულია

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთი გაიხსნა. გადაადგილება გზაზე ზვავსაშიშროების გამო იყო აკრძალული. ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის შეზღუდვა ძალაში რჩება ნარდევანი-ფარავნის მონაკვეთზე.

რაც შეეხება ფარავანი-ნინოწმინდის გზას, იქ აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

„კობის მონაკვეთზე ჯვრის უღელტეხილზე შესაძლებელი იქნა შესულიყო ჩვენი ტექნიკა და მიმდინარეობს ამ მონაკვეთის ინტენსიური წმენდა. რაც შეეხება ფარავნის უღელტეხილს, ასევე მიმდინარეობს წმენდა, დღის ბოლომდე გვეცოდინება როდის გაიხსნება გზები,“ - განაცხადა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ
გიორგი სეთურიძემ

დღის ამბები