20 მაისი 2024,   06:34
ვრცლად
საფრანგეთის პროკურატურამ აეროპორტში მომხდარ თავდასხმაში დამნაშავე მოკლული ტერორისტის ფოტო გამოაქვეყნა

საფრანგეთის პროკურატურამ ორლის აეროპორტში მომხდარ თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა და მოკლული ტერორისტის ფოტო გავრცელა. ის პარიზში მცხოვრები 39 წლის ზიედ ბენ ბელჰასემი აღმოჩნდა.

პროკურორმა საზოგადოებას თავდასხმის დეტალები გააცნო. მისი თქმით, ეჭვმიტანილი, ორლის აეროპორტში შაბათს დილით ჩავიდა, ტერმინალში შეიტანა ჩანთა, რომელშიც საწვავით სავსე ბალონი ჰქონდა. ბელჰასემმა იარაღის მუქარით მძევლად ჯარისკაცი აიყვანა და განაცხადა, რომ მზად იყო ალაჰის სახელისთვის მომკვდარიყო. მან იარაღის დაყრა სხვა ჯარისკაცებსაც მოსთხოვა, თუმცა სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს და ის ადგილზე მოკლეს.

გამოძიების ვერსიით, თავდამსხმელი მასშტაბური ტერაქტის მოწყობას გეგმავდა, რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვებოდა. გამოძიება ამ დრომდე ცდილობს დაადგინოს, ჰყავდა თუ არა მას თანამზრახველები. სამართალდამცველებს ბელჰასემი ოჯახის წევრები - მამა და ძმა ჰყავთ დაკავებული.

დღის ამბები