20 მაისი 2024,   03:26
ვრცლად
საფრანგეთში ორლის აეროპორტმა მუშაობა განაახლა - ტერმინალები გუშინ, ტერორისტის თავდასხმის გამო დაიხურა

პარიზის ორლის აეროპორტმა მუშაობა განაახლა. ფრენების აღდგენის შემდეგ მგზავრების ნაწილმა გამგზავრება უკვე შეძლო, თუმცა ასობით ადამიანი ისევ რეისების დანიშვნას ელოდება.

ორლის ორივე ტერმინალი გუშინ მომხდარი თავდასხმის გამო დაიხურა. 39 წლის ზიედ ბენ ბელჰასემმა, იარაღის მუქარით ჯარისკაცი აიყვანა მძევლად და განაცხადა, რომ მზად იყო ალაჰის სახელისთვის მომკვდარიყო. მან სხვა ჯარისკაცებსაც მოსთხოვა იარაღის დაყრა, თუმცა სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს და ის ადგილზე მოკლეს.

გამოძიებამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. პროკურორის განცხადებით, თავდამსხმელი მასშტაბური ტერაქტის მოწყობას გეგმავდა, რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვებოდა. გამოძიება ამ დრომდე ცდილობს დაადგინოს ჰყავდა თუ არა მას თანამზრახველები. სამართალდამცველებს ბელჰასემის ოჯახის წევრები - მამა და ძმა ჰყავთ დაკავებული.

ამავე თემაზე
დღის ამბები