20 მაისი 2024,   05:13
ვრცლად
"შევთხოვთ უფალს, რომ ბოლომდე მიგვატანინოს ჯვარი,“ - პატრიარქი

ჯვრის თაყვანისცემის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათალიკოს პატრიარქმა დღევანდელი ქადაგებისას.

ასევე ილია მეორემ განმარტა, რომ 25 მარტს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის 100 წლისთავი აღინიშნება. ამ დღეს შესრულდება საზეიმო წირვა-ლოცვა რომელსაც თავად პატრიარქი სვეტიცხოვლის ტაძარში აღავლენს.

„ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა ადამიანი იღებს სხვის ჯვარს. რამდენად მძიმეა თავისი ჯვარი და უფრო მეტად მძიმეა სხვისი ჯვარი. დღევანდელი კვირა არის ჯვრის თაყვანისცემის კვირა და შევთხოვთ უფალს, რომ ბოლომდე მიგვატანინოს ჯვარი,“ - განაცხადა პატრიარქმა ქადაგებისას.

დღის ამბები