20 მაისი 2024,   04:06
ვრცლად
მიხეილ თათარიშვილის ადვოკატი 2 თვიან წინასწარ პატიმრობას დღეს გაასაჩივრებს

მიხეილ თათარიშვილის ადვოკატი 2 თვიან წინასწარ პატიმრობას დღეს გაასაჩივრებს. საქალაქო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ აღკვეთის ღონისძიებას დაცვის მხარე უსამართლოდ მიიჩნევს და ამის დამტკიცებას სააპელაციო სასამართლოში შეეცდება.

მიხეილ თათარაშვილის ადვოკატი მარიკა ფხალაძე აცხადებს, რომ გადაწყევტილება, წინასწარი 2 თვიანი პატიმრობის შესახებ იყო დაუსაბუთებელი.

„საჯარო ინტერესი არის იმის, რომ ასე უკანონოდ არავის არ უდებდნენ ნარკოტიკულ ნივთიერებებს და ესე უკანონოდ არ უშვებდნენ ციხეში. როდესაც არის მთელი რიგი მტკიცებულებებისა, რაც ამ ფაქტობრივ გარემოებებს ადასტურებს, მოსამართლემ აბსოლუტურად არ იმსჯელა არც ერთზე. იგივე, მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ამ დაკავების ფაქტს ესწრებოდნენ, ამონაწერი ჯეოსელიდან, რომელიც ადასტურებს, რომ ეს მოწმეები ნამდვილად იქ იმყოფებოდნენ, თათარიშვილის დაკავების დროს. ამ არგუმენტს თუ  არ მიიღებს და არ გაითვალისწინებს სასამართლო, მაშინ შეუძლებელი გახდება უკვე, იმ ადამიანებმა თავიანთი სიმართლე დაამტკიცონ,“ - განაცხადა მარიკა ფხალაძემ.

მიხეილ თათარიშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 8-დან 20-წლამდე, ან სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები