20 მაისი 2024,   03:26
ვრცლად
მიგრანტების საპროტესტო მსვლელობა ათენში - ათასობით ლტოლვილი შიმშილის ზღვარზეა

ათენის ქუჩებში მიგრანტების მსვლელობა გაიმართა. ორი ათასამდე ადამიანი თურქეთსა და ევროკავშირს შორის არსებულ შეთანხმებას აპროტესტებს, რომლის თანახმადაც ევროპაში მოხვედრის მსურველ არალეგალებს მიგრანტებს თურქეთში აბრუნებენ. მომიტინგეები აცხადებენ, რომ შეთანხმების გამო ათასობით ლტოლვილი ბლოკირებული აღმოჩნდა და შიმშილის ზღვარზეა.

შეთანხმება ანკარასა და ბრიუსელს შორის ერთი წლის წინ გაფორმდა. თურქეთს სანაცვლოდ ევროპასთან ვიზალიბერალიზაცია უნდა მიეღო, თუმცა პროცესი შეფერხდა. გერმანიასა და ნიდერლანდებთან ურთიერთობების გაუარესების ფონზე კი ანკარაში შეთანხმების გადახედვაზე მსჯელობენ, რასაც საპროტესტო აქციის მონაწილეებიც მხარს უჭერენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები