20 მაისი 2024,   02:35
ვრცლად
პარიზი The beatles-ის ნივთების აუქციონისთვის ემზადება

პარიზი The beatles-ის ნივთების აუქციონისთვის ემზადება. კოლექცია გასაყიდად ლეგენდარული ჯგუფის თაყვანისმცემელმა - ჟაკ ვოლკუვმა გაიტანა. მან The beatles-ის კოლექციის შეგროვება 1967 წელს დაიწყო, როდესაც ჯგუფის პირველი ალბომი შეიძინა. 60 წლის კოლექციონერმა აუქციონზე 332 ლოტი წარადგინა, მათ შორის არის ვინილის ალბომები, ხელმოწერილი ფირფიტები, ფოტო მასალა და წერილები, რომლებიც თაყვანისმცემელს ჯორჯ ჰარისონმა და რინგო სტარმა 1976 წელს მისწერეს.

 

დღის ამბები