20 მაისი 2024,   03:53
ვრცლად
შიმშილობის 30-ე დღე - "ბავშვთა სამყაროს" მოვაჭრეების აქცია კანცელარიასთან გრძელდება

შიმშილობის 30-ე დღე - ხანძრის შედეგად დაზარალებულმა მოვაჭრეების პროტესტი დღეს საკანონმდებლო ორგანოსთან გაგრძელდა. საპროტესტო აქციის მონაწილეები დეპუტატებთან შეხვედრას და მათი პრობლემების მოგვარებას ითხოვდნენ. მათ სურთ, რომ მთავრობამ ბავშვთა სამყაროს დაზარალებულ მოვაჭრეებს კომპენსაცია გადაუხადოს და ასევე მათი საბანკო ვალდებულებები შეჩერდეს. 

დაზარალებული მოვაჭრეების პროტესტს უფლებადამცველები და ჟურნალისტი ელისო კილაძეც შეუერთდა. ნაციონალური მოძრაობის წევრების გათვლით სხვადასხვა ტენდერებიდან და ფონდებიდან სამი მილიონი ლარის გამოთავისუფლებაა შესაძლებელი.

საპროტესტო აქციამ დღის ბოლოს პარლამენტის შენობიდან ისევ კანცელარიასთან გადაინაცვლა, სადაც დაზარალებული მოვაჭრეები უკვე პროტესტის უკიდურესს ზომას მიმართავენ.

ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები ხვალ მთავრობის ადმინისტრაციასთან კარვის გაშლის მოთხოვნით შეხვედრას, დედაქალაქის მუნიციპალიტეტში გამართავენ.

ავტორი: თამთა დოლენჯაშვილი. 

დღის ამბები