20 მაისი 2024,   05:30
ვრცლად
11-12 მარტის დაკავებები ბათუმში - დაკავებულებს სახალხო დამცველის წარმომადგენელი შეხვდა

ბათუმში, 11-12 მარტს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულებს სახალხო დამცველის წარმომადგენელი შეხვდა. ომბუდსმენის ოფისის აჭარის წარმომადგენლობის ინფორმაციით, პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებაზე განცხადება არცერთი დაკავებულს არ გაუკეთებია. სახალხო დამცველი ბათუმის არეულობის გარშემო მიმდინარე გამოძიების მონიტორინგს განაგრძობს.

„ყველა მათგანი აცხადებს, რომ პოლიციის მხრიდან, ადგილი არ ჰქონია ძალის გადამეტების ფაქტს დაკავებებისას და მათ განემარტათ მათი უფლებები დაკავებისას და ასევე იმ საკითხზეც ესაუბრნენ, რაზეც იყვნენ დაკავებული. მხოლოდ ერთი მათგანი აცხადებს, რომ სამმართველოს შენობაში პოლიციის მხრიდან სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი,“ - განაცხადა სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსმა ციალა ქათამიძემ.

დღის ამბები