20 მაისი 2024,   02:35
ვრცლად
თბილისის ცენტრში სახლის კედელი ჩამოინგრა

თბილისის ცენტრში, ჩაიკოვსკის 10 ნომერში, სახლის კედელი ჩამოინგრა. მოსახლეობის განცხადებით, დახმარება ადგილობრივ ხელისუფლებას რამდენჯერმე სთხოვეს, თუმცა შენობის გამაგრება არ მოხდა.

მთაწმინდის გამგეობაში კი განმარტავენ, რომ მაცხოვრებელთა ნაწილი ქირით არის გადაყვანილი და მიმდნარეობს მოლაპარაკება დარჩენილ მოსახლეებთან.

საკრებულოს უმცირესობაში გამგეობას შენობის დემონტაჟისკენ მოუწოდებენ.

„ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელსაც ჩვენ წინა პერიოდის ხელისუფლება ვახორციელებდით, იყო ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე, რომელიც, სამწუხაროდ, ნარმანიამ და მისმა უნიათო მთავრობამ სრულიად ჩაკლა. უნდა იყოს გამოყოფილი დამატებითი საბიუჯეტო სახსრები სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - თბილისის თავმჯდომარემ, მამუკა ახვლედიანმა.

დღის ამბები