20 მაისი 2024,   05:30
ვრცლად
40 ათასი ბენეფიციარით ნაკლები ოქტომბრის არჩევნების შემდეგ - სოციალურად დაუცველების კიდევ უფრო გართულებული ცხოვრება

დღეს სახელმწიფოსგან შემწეობას ათიათასობით ნაკლები ოჯახი იღებს, ვიდრე სულ რამდენიმე თვის წინ. 

2016 წლის ოქტომბრის შემდეგ სოციალური დახმარება 40 ათას ადამიანს მოეხსნა. სახელმწიფომ ფული დაზოგა, სოციალურად დაუცველებს კი ცხოვრება გაურთულდათ.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში სოციალურად დაუცველთა პრობლემები ერთნაირია: ცარიელი მაცივარი, წამლების შესაძენად არასაკმარისი ფული. მაქსიმუმ 60 ლარიანი სახელმწიფო შემწეობა ამ ოჯახებისთვის მტკივნეული დარტყმა აღმოჩნდა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე ბენეფიციართა რაოდენობა იმატებს, ოქტომბრის შემდეგ კი 40 ათასით იკლებს.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე უარყოფს ფაქტს, რომ სახელმწიფო შემწეობის მიმღებთა შემცირება შესაძლოა პოლიტიზირებული იყოს.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ბენეფიციართა რაოდენობა 2016 წლის ოქტომბრის შემდეგ 40 ათასით მართლაც შემცირდა, თუმცა უმეტეს შემთხვევაში დროებით.

ავტორი: ეკა ქადაგიშვილი. 

დღის ამბები