20 მაისი 2024,   03:09
ვრცლად
დახარჯული მილიონები აგრო-პროგრამებისთვის - ექსპერტები პროგრამის უშედეგობასა და პოლიტიკურ ქულებზე საუბრობენ

ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ, ახალმა მმართველმა გუნდმა თავის ერთ-ერთ ძირითად ეკონომიკურ პრიორიტეტად სოფლის მეურნეობა დაასახელა. შესაბამისი ცვლილებები ბიუჯეტშიც შევიდა, აგრო-პროგრამებისკენ უზარმაზარი თანხები წავიდა და ქართული ოცნების წევრებიც მუდმივად საჯაროდ ამაყობდნენ ამ პროექტებით.

ექსპერტები და არასამთავრობოები მთავრობას მოუწოდებდნენ, რომ ეს პროგრამა შეეწყვიტა, რადგან შედეგები არ ჩანდა. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს მხოლოდ პოლიტიკური ქულების დასაწერად იყო გათვლილი.

სოფლის მეურნეობის დაფინანსება 2015 წელს 292.9 მილიონი იყო, როდესაც 2011 წელს იყო 57.8 მილიონი, თუმცა, აგროწარმოების წილი ამ პერიოდში, არათუ გაიზარდა, არამედ შემცირდა.  

უფასო ხვნის პროგრამა, რომელზეც ჯამში 300 მილიონი დაიხარჯა, შედეგად კი ნათესი ფართობი კი არ გაიზარდა, პირიქით - შემცირდა.

უფასო ხვნის უკვე დასრულებულ პროგრამას მთავრობა წარმატებად ითვლის, რადგან მან სოფლის მეურნეობისადმი ხალხის დაინტერესება გაზარდა, თუმცა ციფრები სხვას აჩვენებს.

ავტორი: აკაკი გოგიჩაიშვილი. 

 

 

 

დღის ამბები