20 მაისი 2024,   05:13
ვრცლად
პრეზიდენტი ე.წ. მოსმენების შესახებ კანონს ხელს მოაწერს

საქართველოს პრეზიდენტი ე.წ. მოსმენების შესახებ კანონს ხელს მოაწერს. გიორგი მარგველაშვილის თქმით, თუ კანონზე ხელს არ აწერ, ამით პოლიტიკურ განაცხადს აკეთებ.

„იურიდიული შემადგენელი ხელის არმოწერას, არ გააჩნია, აქვს პოლიტიკური შემადგენელი, როცა შენ ხელს კანონს არ აწერ, ამით პოლიტიკურ განცხადებას აკეთებ, დღევანდელ ვითარებაში მიმაჩნია, რომ აქ კიდევ ერთი შემადგენელი გააჩნია არსებულ ვეტოს, იმიტომ, რომ სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებით რომელიმე კანონი, რაც არის ის კანონი, უნდა შევიდეს ძალაში 31 მარტამდე, შესაბამისად, გამომდინარე იმ პატივისცემისა, რაც სახელმწიფო ინსტიტუტების, საკონსტიტუციო კომისიის მიმართ, ბუნებრივია მე ამ კანონს ხელს მოვაწერ,“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები