20 მაისი 2024,   08:04
ვრცლად
ვიზალიბერალიზაციის შეფასებები და საქართველოს მორიგი ნაბიჯები

ვიზალიბერალიზაციას თბილისში საზეიმოდ აღნიშნავდნენ. ევროკავშირთან წარმატებით დასრულებული შვიდწლიანი მოლაპარაკების შედეგი საქართველოს მოქალაქეებს დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ მიულოცა. ირაკლი კობახიძემ იმ ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რომელსაც ევროპა საქართველოს ამ გადაწყვეტილებით სთავაზობს.

მმართველი გუნდი ევროპაში უვიზოდ გადაადგილების მსურველებს იმ ვალდებულებებსაც ახსენებს, რომლის შესრულებაც აუცილებლად მოუწევს.

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა დღეს ვიზალიბერალიზაცია ქართველ ხალხს მიულოცეს და ეს ისტორიული დღე აღნიშნეს.

ანალიტიკოსებს, რომლებიც ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მუშაობდნენ, მიაჩნიათ, რომ შემდეგი ეტაპი ევროზონაში უფრო დიდხანს ყოფნა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო უფლებებზე ზრუნვა იქნება.

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაზე მოლაპარაკებები 2010 წლიდან დაიწყო და წელს, 2 თებერვალს, ევროპარლამენტმა ვიზალიბერალიზაციას მწვანე შუქი აუნთო. საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპაში თავისუფალ მოგზაურობას მხარი 553-მა ევროპელმა დეპუტატმა დაუჭირა.

ამავე თემაზე
დღის ამბები