20 მაისი 2024,   06:49
ვრცლად
ინციდენტი რუსთავში - საწარმოში აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

რუსთავში, ერთ-ერთ საწარმოში ლითონის გადამდნობი ღუმელის აფეთქების შედეგად, 2 მუშა დაშავდა. ორივე მათგანის მდგომარეობა სტაბილურია და მათ მძიმე სახის დაზიანებები არ აღენიშნებათ.

როგორც რუსთავი2-ს შსს-ში განუცხადეს, საქმე აღძრულია "სისხლის სამართლის კოდექსის" 170-ე მუხლით, რაც შრომის დაცვის წესის დარღვევას გულისხმობს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები და ჩანიშნულია ექსპერტიზა.

 

 

დღის ამბები