20 მაისი 2024,   08:04
ვრცლად
ამ ხელისუფლებას ავიწყდება, რომ ის არის ხელისუფლება - ირაკლი ნადირაძე

საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ირაკლი ნადირაძე, აცხადებს, რომ ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებულებს საკრებულოს უმცირესობის წევრები ხშირად ხვდებიან და მათ პრობლემას იზიარებენ. მისი თქმით, ხელისუფლება ამ პროცესში უნდა ჩაერთოს.

„ამ ხელისუფლებას ავიწყდება, რომ ის არის ხელისუფლება და ის გარედან ვერასოდეს ვერ დააკვირდება და არ უნდა დააკვირდეს პროცესს, როდესაც მოსახლეობაა დაზარალებული,“ - აცხადებს ირაკლი ნადირაძე.

ის აღნიშნავს, რომ თბილისის მერიას 3-მილიონიანი სარეზერვო ფონდი აქვს.

„ნუ დარგავ, ბატონო, წელს 1 მილიონ ხეს, დავრგოთ 900 000 და იმ 100 ათასის მაგივრად დავეხმაროთ ამ ადამიანებს მცირედით მანამ, სანამ მოხდება ამ ადამიანების ცნობა დაზარალებულებად,“ - განაცხადა ირაკლია ნადირაძემ.

მისი აზრით, ხელისუფლება ამ პროცესს წელავდა, რადგან იმედი ჰქონდა, რომ დაზარალებულები დაიღლებოდნენ და ბრძლას შეწყვეტდნენ.

"ერთადერთი პასუხი, რაც მოისმინეს ამ ადამინებმა, არის ის, რომ კანცელარიის შენობა გადაიტანონ კრწანისში," - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

დღის ამბები