20 მაისი 2024,   08:05
ვრცლად
კითხვები ძალიან ბევრი გვექნება მერთან - ირაკლი ნადირაძე

საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ირაკლი ნადირაძე, ამბობს, რომ თბილისის მერს საკრებულოში ძალიან ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა.

განცხადება ამის შესახებ ნადირაძემ გადაცემა არჩევანში გააკეთა და ანიშნა, რომ მთავარი საკითხი იქნება მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმისთვის ქონების გადაცემის საკითხი.

„კითხვები ძალიან ბევრი გვექნება მერთან. მთავარი საკითხი იქნება ნაზღაიძის საკითხი და ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო თანხები და ქონება იყო გამოყენებული  ქრთამის მისაცემად," - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

მისი თქმით, ასევე კითხვები იქნება საგზაო მიმართულებით და კიდევ იმ საკითხებზე, რომელიც ქალაქში არსებულ სხვადასხვა პრობლემას უკავშირდება, მათ შორის, იმაზე, თუ რატომ იჭრება ასწლოვანი ხეები.

"კითხვები არის გაფლანგვული თანხები, კორუფცია, ნეპოტიზმი," - ამბობს ნადირაძე.  

დღის ამბები