20 მაისი 2024,   02:13
ვრცლად
7 თვითმმართველი ქალაქის სტატუსი - ოპოზიცია ხელისუფლების გეგმებში პოლიტიკურ მოტივებს ხედავს

თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირება პროტესტის მიუხედავად, მმართველი გუნდისთვის კვლავ პრიორიტეტულად რჩება. საკუთარი არგუმენტების გასამყარებლად მთავრობამ დღეს კიდევ ერთი მიზეზი დაასახელა, თუ რატომ უნდა გაუქმდეს 7 ქალაქში მერებისა და გამგებლების პირდაპირი არჩევა.

არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე თვითმმართველი ქალაქების გაუქმების მოტივაცია ინფრასტრუქტურის მინისტრმა ხარჯების შემცირებით ახსნა. 

7 თვითმმართველი ქალაქის: ზუგდიდის, ოზურგეთის, გორის, თელავის, ახალციხის, მცხეთისა და ამბროლაურის უფლებამოსილების გადახედვას მხარს უჭერს პარლამენტის თავმჯდომარეც. ირაკლი კობახიძეც ამტკიცებს, რომ მათი სტატუსი უნდა შეიცვალოს.

თვითმმართველ ქალაქებში მერებისა და გამგებლების არჩევითობის გაუქმებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება ოპოზიცია. დეპუტატები ფიქრობენ, რომ ხელისუფლებას პოლიტიკური მოტივი აქვს, დამოუკიდებლობას იმ რეგიონებს ართმევს, სადაც საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა.

ოპოზიცია ხელისუფლებას წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.

7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის ჩამორთმევის იდეას დღეს ნეგატიური რეაქცია მოჰყვა ზუგდიდში დანიშნულ განხილვაზე. ამ იდეას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან არასამთავრობოები, მათ საგანგებო საპროტესტო წერილიც მოამზადეს, რომელსაც ხელს 120 ორგანიზაცია აწერს.

დღის ამბები