18 ნოემბერი 2024,   23:46
ვრცლად
სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოს საბავშვო ბაღიდან 9 მოზარდი საავადმყოფოშია გადაყვანილი

სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოს საბავშვო ბაღიდან 9 მოზარდი საავადმყოფოშია გადაყვანილი. 3-დან 5 წლამდე ასაკის 9 აღსაზრდელი მაღალი ტემპერატურის, ღებინებისა და გულის რევის სიმპტომებით კლინიკაში გუშინ საღამოს მოათავსეს.

გავრცელებული ინფორმაციით, არ გამოირიცხება, რომ მოზარდები ავად საბავშვო ბაღში მიღებული საკვების გამო გახდნენ.

ექიმების თქმით, ბავშვებს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწიათ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. მათივე თქმით, კლინიკური სურათი ენტერო ვირუსისთვის არის დამახასიათებელი.

სიღნაღის რაიონის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ მოზარდების ავადმყოფობა არა საკვებს, არამედ ვირუსულ ინფექციას უკავშირდება. მაია შაიშმელაშვილის თქმით, ცალკეული მსგავსი შემთხვევა ბაღებში გასულ თვეშიც დაფიქსირდა.

მომხდართან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაცია უკვე მიეწოდა.

 

 

ავტორი: ია გულიაშვილი

დღის ამბები