18 ნოემბერი 2024,   23:28
ვრცლად
ეს გადაწყვეტილება, რაც გუშინ იყო, მოკლევადიანი ტაშის ეფექტზე იყო გათვლილი - ნინო დარასელი

"ეს გადაწყვეტილება, რაც გუშინ იყო, მოკლევადიანი ტაშის ეფექტზე იყო გათვლილი," - ეს განცხადება რუსუდან კერვალიშვილის შვილმა, ნინო დარასელმა, შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

ნინო დარასელის თქმით, კომპანიას ჰქონდა რესურსი და შეიძლებოდა დაზარალებულების დაკმაყოფილება, თუმცა ცენტრ პოინტის ქონებაზე ყადაღის მოხსნაზე პროკურატურისგან არ ყოფილა შეთავაზება. რუსუდან კერვალიშვილის შვილის განცხადებით, ამ ეტაპზე კომპანიის ქონებას ყადაღ ნაწილობრივ მოეხსნა.

ნინო დარასელის განცხადებით, არსებობს ინვესტორი, რომელსაც ფინანსური სარგებელი არა აქვს და ერთ მიწის ნაკვეთს შეისყიდის და ამით მოხდება დაზარალებულებისთვის ბინების აშენება. მისი თქმით, უძრავი ქონების გაყიდვის ხარჯზე შეიძლება ბინების აშენება.

დარასელის თქმით, დაზარალებულია 4000 ადამიანი, რომელთაგან 1500-თვის არის ასაშენებელი ბინა.

„დაზარალებულებს მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემი ოჯახის, ჩემი სახელით, ბედით მოგვებენ ჩვენ, ცენტრ პოინტის პრობლემას,“ - განაცხადა დარასელმა. 

 

 

დღის ამბები