ორ ბოთლ ლუდში გადახდილი სამი ათასი ლარი - თბილისში ინდოელ ტურისტებს თანხა გამოსძალეს. ინციდენტი ლესელიძეზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა. ტურისტებს იძულებით წაართვეს ტელეფონიც.
გიდი ყვება, რომ ტურისტები 31 მარტის ღამეს იმყოფებოდნენ ერთ-ერთ ღამის კლუბში, რომელიც მათ ტაქსის მძღოლმა ურჩია და მანვე მიიყვანა იქ. ტურისტები კლუბში რამდენიმე წუთის განმვალობაში იმყოფებოდნენ, რის შემდეგაც, 2 ბოთლ ლუდში მათ გადაახდევინეს 3 ათას 500 ლარზე მეტი. ამ ფაქტზე მათ მომსახურე პერსონალთან პრეტენზია გამოთქვეს და სწორედ ამის შემდეგ გაიყვანეს დაცვის თანამშრომლებმა ისინი სხვა ოთახში და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ტურისტებმა პოლიციას უკვე მიმართეს. ისინი თანხის დაბრუნებას ითხოვენ. გიდი, რომელიც ტურისტებს პოლიციაში ახლდა ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევები ხშირად ხდება.