ქართული პურობის ტრადიცია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად იქნა აღიარებული და შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია შეისწავლოს, დაიცვას და პოპულარიზაცია გაუწიოს ქართულ სუფრას.
ძეგლის სააღრიცხვო ბარათში დეტალურად არის გაწერილი, როგორ უნდა იქცეოდნენ სუფრის მონაწილეები, მომსახურე პერსონალი და რაც მთავარია, თამადა.
ძეგლის სააღრიცხვო ბარათში საუბარია ვალდებულებებზე, რომელსაც ლხინისა თუ ჭირის სუფრა მის წევრებს აკისრებს, მომსახურე პერსონალზე, მერქიფესა და თამადაზე. თავისი მოსაზრება პურობის ფენომენთან დაკავშირებით ცნობილმა თამადებმა, სუფრის ექსპერტებმა და პოლიტიკოსებმა გამოთქვეს. საქართველოს სულ 32 არამატერიუალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი აქვს, მათ შორის, დამბალ-ხაჭოს, ჩურჩხელის, მესხური "ტენილი" ყველის, კახური "დედას პურის", სვანური თაშმჯაბის და ფეტვიანი ხაჭაპურის დამზადების ტექნოლოგიაც არის.
ავტორი:მაია ლომიძე.