18 ნოემბერი 2024,   23:34
ვრცლად
ბათუმის მოვლენები - აჭარის პოლიციას ბათუმში მომხდარი არეულობის ორგანიზატორთა გამოსავლენად 10 დღიანი ვადა აქვს

აჭარის პოლიციას 10 დღიანი ვადა აქვს ბათუმში მომხდარი არეულობის ორგანიზატორთა გამოსავლენად. ამ მოთხოვნით სამართალდამცველებს ბრალდებულთა ადვოკატები მიმართავენ, წინააღმდეგ შემთხვევაში საქმის მასალების გასაჯაროებას აანონსებენ.

ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი დავით ჯაფარიძე ამბობს, რომ მდგომარეობა აქციაზე მას შემდეგ დაიძაბა, რაც იქ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი მერაბ ღოღობერიძე მივიდა.

ადვოკატების მოთხოვნას გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყებაში აცხადებენ, რომ ორგანიზატორთა გამოვლენაზე მუშაობენ.

ბათუმში 11-12 მარტს განვითარებული მოვლენების გამო სისხლის სამართლის საქმე აქციის 18 მონაწილეზე აღიძრა, თუმცა აქციის ორგანიზების ბრალდება არცერთ მათგანს წაყენებული არ აქვს. სასამართლომ მათ აღკვეთი ღონისძიების სახით 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

ავტორი: თეა ვარშალომიძე. 

 

დღის ამბები