18 ნოემბერი 2024,   23:49
ვრცლად
ჩემი შვილის დაკავებისას იქ იმყოფებოდა ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი - ელისო კილაძე

გაზეთ ქრონიკა პლუსის მთავარი რედაქტორი მისი შვილის, დავით ხარშილაძის, დაკავებასთან დაკავშირებით მოწმის სახით დღეს თბილისის პროკურატურაში დაკითხეს.

ელისო კილაძის თქმით, მან გამოძიებას ის მასალები გადასცა, საიდანაც მისი თქმით ჩანს, რომ დაკავებას რამდენიმე პოლიციელთან ერთად ერთ-ერთი მაღალჩინოსანიც ესწრებოდა. ქრონიკა პლუსის მთავარი რედაქტორი მაღალჩინოსნის ვინაობას არ აკონკრეტებს.

ელისო კილაძის დაკითხვა თბილისის პროკურატურაში, დაახლოებით, ორ საათს გაგრძელდა.

„ჩემი შვილის დაკავება მოხდა არა იმ ვითარებაში და არა იმ გარემოებაში, რომელიც არის აღწერილი მისი დაკავების ოქმში, არამედ დაკავებას ესწრებოდა არა ორი, არამედ ბევრი პოლიციელი და დაკავებისას იქ იმყოფებოდა ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი,“- განაცხადა ელისო კილაძემ. 

დღის ამბები