18 ნოემბერი 2024,   23:43
ვრცლად
ცესკომ პოლიტიკურ პარტიებს გასულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული სამუშაოების ანგარიში წარუდგინა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პოლიტიკურ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს წარუდგინა წლიური და გასულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული სამუშაოების ანგარიში. 

თამარ ჟვანიამ დაგეგმილ პროექტებზეც ილაპარაკა, მათ შორის პროექტზე - ვესაუბრებით ამომრჩეველს.

„გამოწვევები რჩება. გამოწვევები არის რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი. ის მოსაზრებები და შენიშვნები, რომლებიც გამოთქმულია, როგორც საერთაშორისო დამკვირვებლების, ისევე ადგილობრივ დამკვირვებლების მიერ,“ - განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ.

შეხვედრის ფარგლებში ოპოზიციამ იმ ხარვეზებსა და დარღვევებზე ისაუბრა, რომლებიც მათი თქმით, განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნებზე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრმა მარინა დათუკიშვილმა გასული წლის არჩევნებზე განხორციელებულ დარღვევებზე გაამახვილა ყურადღება.

„ამ არჩევნებზე იყო უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა ბათილი ბიულეტინების,“ - აცხადებს მარინა დათუკიშვილი. 

განცხადება გააკეთა თავისუფალი დემოკრატების გენერალურმა მდივანმა თამარ კეკენაძემ.

„საუბარია იმაზე, თუ რა ხდებოდა არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე და შემდეგ უკვე უბნების დახურვის შემდეგ, როგორ მოხდა დათვლა. რეალურად, ამ დათვლის პროცესში იყო დაშვებული, როგორც შეგნებული შეცდომები, ასევე მათ დაუშვეს იმის შესაძლებლობა, რომ გარკვეული გაყალბებებიც ყოფილიყო,“ - განაცხადა თამარ კეკენაძემ.

დღის ამბები