18 ნოემბერი 2024,   23:49
ვრცლად
ოპოზიციის აზრით, ხელისუფლება ე.წ. მოსმენების კანონით კონტროლის ბერკეტების შენარჩუნებას ცდილობს

ოპოზიცია ე.წ. მოსმენების კანონს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება ამ კანონით ყველა მოქალაქის კონტროლის ბერკეტების შენარჩუნებას ცდილობს.

„ებღაუჭებიან კბილებით, რომ ხელიდან არ გაუშვან ბერკეტები, რომლითაც უნდათ, მართონ საზოგადოება, პოლიტიკური ძალები და არასამთავრობო სექტორი,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ.

ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრის, ირაკლი აბესაძის, აზრით, სახელმწიფო სააგენტო საპარლამენტო კონტროლის ქვეშ უნდა ახორციელებდეს ფარულ მიყურადებას, რათა ქვეყნის უსაფრთხოება და მოქალაქეთა პირადი ცხოვრება დაცული იყოს. მისი აზრით, სააგენტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში არ უნდა იყოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები