18 ნოემბერი 2024,   23:48
ვრცლად
ნაცემი შოთა პაკელიანის ადვოკატები ისანი-სამგორის პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელებისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვენ

შოთა პაკელიანის ადვოკატები ისანი-სამგორის პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელებისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვენ. სწორედ ამ განყოფილებიდან მოხვდა პაკელიანი საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში.

შოთა პაკელიანის საქმეში 4 პოლიციელი ფიგურირებს. ადვოკატების ცნობით, ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის საქმეზე დაკავებულ პაკელიანს პოლიციელები ფიზიკურად ისანი-სამგორის რაიონის მეშვიდე განყოფილებაში გაუსწორდნენ.

რა გადაწყვეტილებას მიიღებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, უცნობია ისევე, როგორც ამ დრომდე არ არის ცნობილი, საერთოდ დაიკითხნენ თუ არა ის პოლიციელები, რომლებსაც ბრალდებული სასტიკ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს.

შეუჩერდებათ თუ არა უფლებამოსილება პოლიციელებს, რომლებიც, სავარაუდოდ, პაკელიანის ცემაში მონაწილეობდნენ, უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები