18 ნოემბერი 2024,   23:44
ვრცლად
7 ქალაქის სტატუსის საკითხი - ინფრასტრუქტურის მინისტრის შეცვლილი განცხადება

არასამთავრობო ორგანიზაციები რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებს სიცრუეში ადანაშაულებენ. მესამე სექტორში მიაჩნიათ, რომ სამინისტრო თვითმმართველი ქალაქების შემცირებასთან დაკავშირებით არაზუსტ მიზეზებს ასახელებს.

ზურაბ ალავიძე, რომლიც ცოტა ხნის წინ თვითმმართველი ქალაქების შემცირების აუცილებლობას ბიუჯეტის დაზოგვით ხსნიდა, დღეს 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის გაუქმებას უარყოფს.

ალავიძის უწყებაში უკვე შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც თვითმმართველი ქალაქების შემცირების საკითხზე მსჯელობს. უკვე ცნობილია, რომ წინადადებას საპარლამენტო უმცირესობა მხარს არ დაუჭერს. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის ჩამორთმევა რეგიონებში დემოკრატიზაციის ხარისხს შეამცირებს.

მმართველ გუნდში კი კონკრეტულ საკანონმდებლო ინიციატივას ელოდებიან. უმრავლესობა პირობას დებს, რომ გადაწყვეტილებას არასამთავრობო სექტორთან შეთანხმებით მიიღებს.

თვითმმართველი ქალაქის სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნით თელავში უკვე გაიმართა პირველი აქციაც. 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები