18 ნოემბერი 2024,   23:43
ვრცლად
"ქართულმა ოცნებამ დაარღვია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება" - ნინო გოგუაძე

არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები მოსმენების შესახებ კანონის გასაჩივრებაზე საუბრობენ. საქართველოს რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივნის თამარ კორძაიას თქმით, მსგავსი ტიპის სისტემის არსებობა არ შეიძლება, ეს არ არის კონსტიტუციური.

“პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ხელყოფა ვლინდება იმაში, რომ ისევ ისეთ უწყებას აქვს შესაძლებლობა მოუსმინოს ადამიანებს, რომელიც არის სუს-ის დაქვემდებარებაში და საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ მსგავსი ტიპის სისტემის არსებობა არ შეიძლება, ეს არ არის კონსტიტუციური“ - განაცხადა კორძაიამ.

თავისუფალი დემოკრატების პოლიტიკური მდივნის ნინო გოგუაძის თქმით, ქართულმა ოცნებამ ქვეყნის მოქალაქის თავისუფლება საფრთხის ქვეშ დააყენა.

“სახელმწიფოს უსაფრთხოების სახელით ქართულმა ოცნებამ დაარღვია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და უსაფრთხოების სახელით, თითოეული ჩვენი მოქალაქის თავისუფლება საფრთხის ქვეშ დააყენა,“ - აღნიშნა გოგუაძემ.

 

 

 

დღის ამბები