19 მაისი 2024,   07:16
ვრცლად
მე არ მინდოდა საკონსტიტუციო კომისია ყოფილიყო ჩაკეტილი სტრუქტურა - გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო კომისიაზე საუბრობს

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, კონსტიტუციის გადახედვაზე საუბრობს. პრეზიდენტის თქმით, ფუნდამენტური გადახედვის პროცესში მაქსიმალური კონსენსუსი უნდა იყოს. 

ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა საკონსტიტუციო კომისიაში მის მიერ თანამონაწილების შეთავაზებაზეც ისაუბრა.

„ჩემს მიმართ ისმის კითხვა, რატომ მე არ შევედი საკონსტიტუციო კომისიაში და არ შევიდნენ ჩემი წარმომადგენლები იმიტომ, რომ მქონდა ძალიან პრინციპული პოზიცია. თანათავმჯდომარე უნდა ვყოფილიყავით, მე, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი. რად მინდოდა თანათავმჯდომარეობა, კონკრეტულად გეტყვით. მე არ მინდოდა საკონსტიტუციო კომისია ყოფილიყო ჩაკეტილი სტრუქტურა, რომელიც აგზავნის დოკუმენტებს ისე, რომ კომისიის წევრებმა არ იციან დოკუმენტებში რა წერია. სამწუხაროდ, ბოლო დროს მე ვხედავ გარკვეულ ჩაკეტილობას,“ - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი. 

ქუთაისში მოსახლეობასთან შეხვედირის დროს, პრეზიდენტმა პარლამეტის ადგილმდებარეობის ცვლილებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. 

დღის ამბები