01 ოქტომბერი 2024,   01:39
ვრცლად
აქცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში - ოზურგეთი-ურეკის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეწყვეტილია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსახლეობა აქციას მართავს. ოზურგეთი-ურეკის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეწყვეტილია. გზა ამ წუთებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღობილევის მოსახლეობას აქვს გადაკეტილი.

აქციის მონაწილეები გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ტვირთმზიდი, მძიმეწონიანი ავტომობილების აქტიურ მოძრაობას აპროტესტებენ და ამორტიზებული გზის შეკეთებას მოითხოვენ.

ადგილზე ათეულობით ავტომობილია გაჩერებული, მძღოლები გადაადგილებას ვერ ახერხებენ. 

დღის ამბები