18 ნოემბერი 2024,   23:43
ვრცლად
მოსმენების კანონზე მოქალაქეების სარჩელების მიღება დასრულდა

მოსმენების კანონზე მოქალაქეების სარჩელების მიღება დასრულდა. კამპანია ეს შენ გეხება საჩივრებს თბილისში ქუთაისსა და ბათუმში აგროვებდა. ამ დროისთვის სულ 300-მდე მოქალაქე შეუერთდა კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების ინიციატივას. ეს შენ გეხება სარჩელს სასამართლოში მომავალ კვირას შეიტანს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის თქმით, კამპანიის მიზანია, რომ სახელმწიფომ გაიგოს მოქალაქეების აზრი.

“მიზანი არის სახელმწიფოს გააგონოს პირველ რიგში, მოქალაქეების ხმა და შემდეგ უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით შევეცადოთ, რომ დაბრუნდეს პროცესი კონსტიტუციურ სივრცეში იმიტომ, რომ სამწუხაროდ, კანონი, რომელიც ცვლილებებამდე მოქმედებდა, იყო არაკონსტიტუციური, მაგრამ ის ცვლილებებიც, რომელიც პარლამენტმა მიიღო, არ არის შესაბამისობაში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან და თავად კონსტიტუციასთან“ - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ინსტიტუციური რეფორმების პროგრამის დირექტორის სოფო ვერძეულის თქმით, არსებული კანონმდებლობა კიდევ უფრო ამძიმებს სამართლებრივ მდგომარეობას.

“კამპანიის პოზიცია არის ის, რომ დღეს არსებული კანონმდებლობა კიდევ უფრო ამძიმებს სამართლებრივ მდგომარეობას და ჩვენ ვფიქრობთ, მოსმენების სფეროში არა თუ არ გაუმჯობესებულა მდგომარეობა, არამედ, კიდევ უფრო პრობლემები შექმნა,“ - აღნიშნა ვერძეულმა.

დღის ამბები