ნატოს დღეების ფარგლებში პედაგოგები ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის მნიშვნელობასა და როლს ეცნობიან. ნატო - არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის - სწორედ ამ სახელწოდების ორდღიანი სემინარი მიმდინარეობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონების მასწავლებლებისათვის.
ღონისძიებაში მონაწილეობენ ის პედაგოგებიც, რომლებიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებიდან არიან.