18 ნოემბერი 2024,   23:49
ვრცლად
პრეზიდენტმა 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპული ადამიანების ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრეზიდენტმა 28 წლის წინ 9 აპრილს მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპული პირების ხსოვნას პატივი მიაგო. გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინ იმყოფებოდა, სადაც ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

„უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენ არასდროს არ დავივიწყოთ ის ტრაგედია და ის ადამიანები, რომლებიც დამოუკიდებლობის აღდგენის გარიჟრაჟზე თავდადებით იცავდა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენისკენ მიმავალ გზას. დღეს ასევე არის მნიშნელოვანი თარიღი, რადგან ამ ტრაგედიიდან 2 წლის თავზე 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად მოხდა საქართველოს დამოუკიდებლობის ფორმალურად გაფორმება, შესაბამისი აქტით და ეს არის ნამდვილად სასიხარულო და აღსანიშნავი დღე,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები