ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გადასაცემად თბილისის ბიუჯეტში ცვლილება შედის. საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის თავმჯდომარის, რიმა ბერაძის განცხადებით, კომპენსაციებისთვის მილიონი ლარზე მეტი გამოიყოფა.
„უმრავლესობამ მივიღეთ გადაწყვეტილება, იმისთვის, რომ ბიუჯეტში მომხდარიყო ცვლილება და დღეს შემოდის ბიუჯეტში ცვლილება, სადაც მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება ბავშვთა სამყაროს დაზარალებულებს. მე მინდა ვუთხრა ჩემს ოპონენტებს, რომლებიც საკრებულოში მუშაობენ, არ შეიძლება პოლიტიკური ქულების დაწერა ყველაფერზე,“ - განაცხადა რიმა ბერაძე.