საქართველოს მოქალაქეებისთვის ისრაელის სახელმწიფოში შესვლის წესები მკაცრდება. ცვლილებები საქართველოს მოქალაქეების მხრიდან საემიგრაციო წესების ხშირმა დარღვევამ გამოიწვია. ასეთი შემთხვევები კი ისრაელსა და საქართველოს შორის უვიზო რეჟიმი ამოქმედების შემდეგ გახშირდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ისრაელის საელჩომ მოსახლეობას, ისრაელის საზღვრის გადაკვეთისთვის სააღდგომოდ გამკაცრებული რეგულაციები გააცნო.
საზღვრის გადაკვეთის პროცედურის გამკაცრებასთან ერთად, ისრაელი 17 აპრილიდან თავშესაფრის მოთხოვნის ვადებსაც შეამცირებს. გამკაცრებულ რეგულაციებს მიესალმებიან ტურისტულ სააგენტოებში.
ისრაელის საზღვრის გადაკვეთის პროცედურა მოახლოებული დღესასწაულის გამო გამკაცრდა. აღდგომას იერუსალიმს მილიონობით ტურისტი სტუმრობს.
ავტორი: შოთა დიმიტრიშვილი.