მარნეულში, ახალაშენებულ კორპუსში საცხოვრებელი ფართის მფლობელი კიდევ 28 დევნილი ოჯახი გახდა. ბინის გასაღებები მათ პირადად სოზარ სუბარმა გადასცა. მენაშენეების პროექტის ფარგლებში, სამინისტრომ მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსში 57 ბინა შეისყიდა. კორპუსის სამშენებლო სამუშაოები კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიამ, შპს ნოვომ განახორციელა.
დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი იმ დევნილ ოჯახებსაც ესტუმრა, რომლებიც სამინისტროს მიერ გადაცემულ ბინებში უკვე გადავიდნენ და მათ საცხოვრებელ პირობებს პირადად გაეცნო.