18 ნოემბერი 2024,   23:43
ვრცლად
პროტესტის ახალი ტალღა საკონსტიტუციო კომისიაში - პოლიტიკური ბრალდებები და შეფასებები

საკონსტიტუციო კომისიაში პროტესტის ახალი ტალღა დაიწყო. კომისია პარტია მოძრაობა ხალხისთვის წევრებმა დატოვეს. პარტიისთვის მიუღებელია ის მიზნები, რომელსაც მათი თქმით, საკონსტიტუციო კომისია ემსახურება. ამ ნაბიჯმა შესაძლოა ჯაჭვური რეაქცია გამოიწვიოს. საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების ნაწილში უკვე მიმდინარეობს კონსულტაციები, ნაწილი კი მათ ხელთ არსებული რესურსების ბოლომდე გამოყენებას გეგმავს.

პარლამენტის თავმჯდომარის აზრით, წევრების მიერ საკონსტიტუციო კომისიის დატოვება სწორედ ქვეყნის პირველ პირთან მოლაპარაკებების შედეგია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ გიორგი მარგველაშვილს 3 წლის განმავლობაში მხოლოდ ღია მოლაპარაკებები ჰქონდა პოლიტიკურ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან და თემებიც საჯაროდ იყო ცნობილი.

არასამთავრობო ორგანიზაციები, კომისიის შესაძლო დატოვების თაობაზე პრეზიდენტთან კონსულტაციებს გამორიცხავს და აცხადებს, რომ ეს საკითხი ჯერ მათ დღის წესრიგში არ დგას.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ საკონსტიტუციო კომისას ქართული ოცნების გარდა ყველა სხვა წევრი დატოვებს, ეს სახელისუფლებო პროექტის დამტკიცებას დაბრკოლებას ვერ შეუქმნის.

ამავე თემაზე
დღის ამბები