18 ნოემბერი 2024,   23:42
ვრცლად
6 კილო 5 წლის ასაკში - სახალხო დამცველი მცირე ტიპის ჩვილ ბავშვთა სახლებში მონიტორინგის გამკაცრებას ითხოვს

სახალხო დამცველი მცირე ტიპის ბავშვთა სახლებში მონიტორინგის გამკაცრებას ითხოვს. ამ რეკომენდაციით ომბუდსმენმა მთავრობას ერთ-ერთ ოჯახში ჩატარებული შემოწმების შემდეგ მიმართა. სახლში, სადაც 6 მოზარდი მინდობით აღზრდაში ცხოვრობს, მნიშვნელოვანი დარღვევებია.

მცირე ტიპის საოჯახო სახლში რამდენიმე თვიანი ცხოვრების შემდეგ ერთი მათგანის მდგომარეობა დამძიმდა და ის ჩვილ ბავშვთა სახლში გადაიყვანეს. მოზარდი 5 წლის არის და მხოლოდ 6 კილოს იწონის.

ფაქტს არასამთავრობო ორგანიზაციებიც სწავლობენ. დაუნის სინდრომის ასოციაციაში ამბობენ, რომ სახეზეა ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევის შემთხვევა და არ გამორიცხავენ, რომ სოციალური აგენტის მხრიდან დანაშაულის ფაქტებიც გამოიკვეთოს.

დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მიმართ სახელმწიფო უწყებების გულგრილობაზე საუბრობენ არასამთავრობო სექტორში. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მთავრობის პოლიტიკა სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების მზრუნველობისთვის საკმარისი არ არის. 

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ჯანდაცვის მინისტრმაც გააკეთა. უწყებაში ბავშვის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობასა სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებების შეტანაზე საუბრობენ.

დღის ამბები