18 ნოემბერი 2024,   23:15
ვრცლად
ოკუპირებულ ცხინვალში თიბილოვი ბიბილოვმა შეცვალა - ე.წ. არჩევნებს საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი აირჩიეს და ე.წ. რეფერენდუმი ჩაატარეს, რომლის შედეგადაც, სახელად ალანია დაირქვეს.

თბილისში აცხადებენ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული არცერთი გადაწყვეტილება ლეგიტიმურად არ მიიჩნევა და შესაბამისად, ჩატარებული ე.წ. არჩევნების შედეგებს მნიშვნელობა არ აქვს.

ოპოზიცია მმართველი გუნდისგან საერთაშორისო დონეზე გააქტიურებას მოითხოვს, რადგან მსგავსი ე.წ. არჩევნებით კრემლის პროექტი კიდევ უფრო გააქტიურდება.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს ნატო და ევროკავშირი არაკანონიერად ცნობს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.

ამავე თემაზე
დღის ამბები