თბილისის საკრებულოსთან გარემოვაჭრეები აქციას მართავენ. ისინი გარევაჭრობის დაკანონებას ითხოვენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ინსტიტუტის დამფუძნებელი, ლაშა ჩხარტიშვილი, აცხადებს, რომ გარევაჭრობის მოსაწესრიგებლად სამართლებრივი ბაზის გამართვაა საჭირო.
„ჩვენი მოთხოვნაა, გარე ვაჭრობა დაუტოვონ გარემოვაჭრეებს, ოღონდ დაუწესონ ჩარჩოები,“ - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.
მათი მოთხოვნაა, რომ გარევაჭრობა საკანონმდებლო ჩარჩოში მოექცეს. აქციის მონაწილეთა თქმით, დიდ სავაჭრო ცენტრებში დაწესებულებია დიდი გადასახადი, რომლის გადახდასაც ისინი ვერ შეძლებენ.
გარემოვაჭრეები საკითხის დარეგულირებას დედაქალაქის მერს სთხოვენ და საკრებულოს შენობასთან ელოდებიან, რომელიც დღეს მოხსენებით უნდა წარდგეს დეპუტატების წინაშე.
გარემოვაჭრეები აპირებენ, რომ საკრებულოს შენობასთან თბილისის მერს სირცხვილის კორიდორი მოუწყონ.