დეკანოზ გიორგი მამალაძესთან მამა რევაზ სიხარულიძე სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში შევიდა. ის ე.წ.ციანიდის საქმეზე ბრალდებულისგან აღსარებას ჩაიბარებს.
დეკანოზს საპატიმროში შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა სასულიერო პირმა განაცხადა, რომ ციხის დატოვების შემდეგ ის მედიასთან კომენტარს გააკეთებს.
შიმშილობა დაკავებულმა დეკანოზმა სწორედ მას შემდეგ შემდეგ შეწყვიტა, რაც საპატრიარქოსგან მამა რევაზის ციხეში შესვლასთან დაკავშირებით დასტური მიიღო.
არ არის გამორიცხული, დეკანოზთან მოგვიანებით სინოდის წევრებიც შევიდნენ.