საგზაო უსაფრთხოების შესახებ კანონი იურიდიულმა კომიტეტმა მესამე მოსმენით მიიღო. საუბარია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციისთვის კანონის გამკაცრებასა და ქულების სისტემის შემოღებაზე.
„დაახლოებით ივლისიდან, ჩვენ გვექნება სრულიად ახალი ადმინისტრირების სისტემა, რეფორმირებული სისტემა საქართველოში საგზაო მოძრაობის კუთხით და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს სისტემა მინიმუმ 50 %-ით შეამცირებს 2018 წელს სიკვდილიანობას,“ - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა.
საქართველოს ტრანსპორტის და გზების ასოციაციის თავმჯდომარის დავით მესხიშვილის თქმით, მათი ორგანიზაციის მოთხოვნაა, როგორც ნასვამი პირების მიმართ სანქციების გამკაცრება, ასევე მართვის მოწმობის გაცემის მოდელის დახვეწა, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ სტანდარტებთან.