ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით კონსტიტუციურ სარჩელს ამზადებს საქართველოს სახალხო დამცველი. უჩა ნანუაშვილი ვარაუდობს, რომ სახალხო დამცველის მხრიდან სარჩელი უმაღლეს ინსტანციაში კვირის ბოლომდე შევა.
„აუცილებელია, მსგავსი რისკები განეიტრალდეს კანონში. მითუმეტეს, როდესაც არსებობდა საკმაოდ სამწუხარო პრაქტიკა და ასევე ქვეყანაში უკანონოდ მოპოვებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიების პროცესი საკმაოდ არაეფექტური იყო წლების განმავლობაში. მე იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დარჩება ერთგული საკუთარი პრინციპების. ანუ ის გადაწყევტილება, რომელიც იქნა მიღებული გასულ წელს და რომელიც, ჩემი აზრით, არ არის ბოლომდე შესრულებული იმ ცვლილებებით, რომელიც განხორციელდება, საბოლოო ჯამში საკონსტიტუციო სასამართლო გამოიტანს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება შესაბამისობაში მის პირველ გადაწყვეტილებასთან,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.