18 ნოემბერი 2024,   23:47
ვრცლად
ნიკა მელია მუხიანი 2-ში ადგილობრივებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია მუხიანი 2-ში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. როგორც შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, მათ ძირითადად ინფრასტრუქტურული პრობლემები აწუხებთ - მოუწესრიგებელია გზა, სანიაღვრე სისტემა, კანალიზაცია, არ არის ნაგვის ბუნკერები.

„21-ე საუკუნეში ელემენტარულად ნაგვის ბუნკერიც კი ვერ დადგა მილიარდელ ივანიშვილის მერიამ. არადა ამ ხალხს ახდევინებენ ისეთივე გადასახადებს, როგორსაც იხდის თითოეული თბილისელი, რომელიც ცხოვრობს თბილისის ცენტრში და სარგებლობს მუნიციპალური სერვისებით,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

დღის ამბები